ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჯანდაცვის კომისიამ 62 მოქალაქე დააფინანსა

1 აგვისტო, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისია, დღეს, რიგით 31-ე სხდომაზე შეიკრიბა და 62 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ოპერაცია 2, ქიმიოთერაპია 1, ტომოგრაფია 3, ძვირადღირებული მედიკამენტები კი 29 მოქალაქეს დაუფინანსდა. C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში ჩაერთო 26 ბენეფიციარი. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ერთ ბავშვს სარეაბილიტაციო კურსი დაუფინანსდა.

მოქალაქეების დაფინანსებაზე 16 508 (თექვსმეტი ათას ხუთას რვა ) ლარი დაიხარჯა.

 
გააზიარე