ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჯანდაცვის კომისიამ 56 ბენეფიციარი დააფინანსა

17 ივლისი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისია დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა და 56 ბენეფიციარს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ოპერაცია 12, ტომოგრაფია 1, ძვირადღირებული მედიკამენტები კი 29 ბენეფიციარს დაუფინანსდა. C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში ჩაერთო 14 მოქალაქე.

აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 15 322 (თხუთმეტი ათას სამას ოცდაორი) ლარი დაიხარჯა.

 
გააზიარე