ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჯანდაცვის კომისიამ 25 მოქალაქე დააფინანსა

16 May, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისია სხდომაზე შეიკრიბა და 25 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, კომპიუტერული კვლევა და კორონაროგრაფია 1, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა- ოპერაცია 18, ძვირადღირებული მედიკამენტები 3, C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკა კი 3 მოქალაქეს დაუფინანსდა.

აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 10 427 (ათი ათას ოთხას ოცდაშვიდი) ლარი შეადგინა.

გააზიარე