ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჯანდაცვის კომისიამ 19 ბენეფიციარი დააფინანსა

13 April, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და 19 ბენეფიციარს სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. ოპერაცია 7, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა 2, კომპიუტერული კვლევა 7, ქიმიოთერაპია კი 2 მოქალაქეს დაუფინანსდა. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ერთ ბენეფიციარს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა. აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე 5 911(ხუთი ათას ცხრაას თერთმეტი) ლარი დაიხარჯა.

გააზიარე