ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ივლისში სოციალური პროგრამებით 595 ბენეფიციარმა ისარგებლა

1 აგვისტო, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში 595 ბენეფიციარმა ისარგებლა.

ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა. გახარჯული თანხა 3200 ლარი:
• 2000 ლარი - 2 - 100 წელს გადაცილებულ ბენეფიციარზე (თითოეულს 1000 ლარის ოდენობით).
• 400 ლარი - 4 მარტოხელა მოხუცზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით).
• 800 ლარი - 4 სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გაიხარჯა 650 ლარი:
• 250 ლარი - 1 ბენეფიციარზე, გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახზე ფინანსური მხარდაჭერა.
• 400 ლარი - მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 2 ვეტერანზე (ყოველთვიურად თითოეულს 200 ლარის ოდენობით).

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 2200 ლარი:
• 600 ლარი - 3 ბენეფიციარზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით (თითოეულს 200 ლარის ოდენობით პირველი და მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით, უმწეო კატეგორიის ადგილობრივ და დევნილ ოჯახებზე).
• 1000 ლარი - 2 ბენეფიციარზე, ტყუპის შეძენასთან დაკავშირებით (თითოეულს 300 ლარის ოდენობით).
• 600 ლარი - 2 მარტოხელა მშობელზე (თითოეულს 300 ლარის ოდენობით).

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 6000 ლარი:
• 1200 ლარი - 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).
• 1900 ლარი - 19 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (თითოეულს 100 ლარის ოდენობით)
• 2900 ლარი - შშმ პირთა და უმწეო კატეგორიის მარტოხელა მოხუცების მომვლელისათვის (ყოველთვიურად 29 ბენეფიციარს 100 ლარის ოდენობით).

მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 2800 ლარი:
• 2800 ლარი - 14 მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით).
სოფელ ხურჩის მოსახლეობის, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების პროგრამაზე გახარჯულია 5095 ლარი: 
• 3800 ლარი - დიალიზის პროგრამაზე მყოფ 38 ბენეფიციარზე (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით).
• 1295 ლარი - სოფელ ხურჩის მოსახლეობის მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსება.(დაახლოებით 400 ბენეფიციარი)

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამაზე გახარჯულია 9104.80 ლარი: 
• 7304.80 ლარი - სტიქიის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახზე (თითოეულს 300-1000 ლარის ფარგლებში) 
• 1800 ლარი - 18 ბენეფიციარის ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით)

დევნილთა მხარდაჭერის პროგრამაზე გახარჯულია 1600 ლარი:
• 1400 ლარი - 7 გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით)
• 200 ლარი -2 მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე და სოციალურად დაუცველი დევნილისათვის (თითოეულს 100 ლარის ოდენობით)

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე გახარჯულია 45082 ლარი: 
• 45082 ლარი - მიმდინარე თვეში დაიწყო 20 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსებაზე გახარჯულია 756 ლარი: 
• 756 ლარი - პროგრამა „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“- 30 ბენეფიციარი

გააზიარე