ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიორგი შენგელიამ სოციალური სახლების მშენებლობა დაათვალიერა

13 იანვარი, 2020

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში და ზუგდიდში, მოსაშვილის ქუჩაზე, სოციალური სახლების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

 გიორგი შენგელიას თქმით, სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წელს ახალ საცხოვრებელს 26 ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც გააგრძელებს. პროექტის ღირებულება 700 000 ლარია.

 სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2015 წლიდან დღემდე სულ 91 სახლი აშენდა.

გააზიარე