ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

გიორგი შენგელიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

17 ოქტომბერი, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე დავით ფარცვანიამ, თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაკურიანის ქუჩაზეც.  როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით, სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

 თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 002.92 ლარია. დაიგება აფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც.

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 744 444 ლარია. რეაბილიტირდება 2 440 მეტრი გზა, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ღია ტიპის სანიღვრე და ტროტუარები. სამუშაობეს შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზეც. რეაბილიტირდება 2300 მეტრი სიგრძის გზა. გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა იგება. სამუშაოების ღირებულება 5 373 373 ლარია და ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

გიორგი შენგელიამ და დავით ფარცვანიამ კომბინატში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს.

 გიორგი შენგელიას თქმით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.

გააზიარე