ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიორგი შენგელია პოლონელ ექსპერტებს შეხვდა

6 თებერვალი, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ პოლონელ ექსპერტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე პოლონელემა ექსპერტებმა ,,Twining"-ის პროექტის პირველი და მეორე კომპონენტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში, პოლონელების მხარდაჭერით ბროშურის გამოცემა იგეგმება, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებსა და მერის სტიპენდიაზე განთავსდება ინფორმაცია.

გიორგი შენგელიამ პოლონელ ექსპერტებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ,, ინფრასტრუქტურის ხარისხია გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალება“ მიზანს წარმოადგენს სივრცით დაგეგმარებასთან, პროექტის შერჩევასა და მომზადებასთან დაკავშირებული ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გადაცემა საქართველოს შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოებისთვის ყველა დონეზე.

გააზიარე