ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიორგი გახარია ჭკადუაშში ახალგაზრდებს შეხვდა

26 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად, ჭკადუაშში, დადიანების რეზიდენციაში, ახალგაზრდებს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია.

,,დარწმუნებული ვარ, ამის რესურსიც გაქვთ, ინტელექტიც, შესაძლებლობაც და სურვილიც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ის, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან თანამედროვე სამყარო იმდენად გლობალიზებულია, არსებობს თავისუფალი არჩევანი, საქართველოს მოქალაქე იყო თუ სამყაროს მოქალაქე, რამდენად დიდი ბმა უნდა გქონდეს იმ ადგილთან, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სად არის ბალანსი ინოვაციებსა და ტრადიციებს შორის. ჩვენ პატარა ერი ვართ და მომავლისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს წარსულს. სხვანაირად არსებობს რისკი, რომ უბრალოდ იდენტობა დავკარგოთ, რადიკალურად შევიცვალოთ”, -განაცხადა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია ჭკადუაშში ადგილობრივებსაც შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

პრემიერ-მინისტრი ჭკადუაშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდა.

გააზიარე