ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გიგა ფარულავამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

26 ივლისი, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღმარანსა და აბასთუმანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტირდება 1400 მეტრი სიგრძის გზა, პროექტის ღირებულება 1 599 788 ლარია. სამუშაოების მეორე ეტაპი 2020 წელს განხორციელდება. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაღმარანშიც, საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრია. ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს. გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიგა ფარულავა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ეტაპობრივად გაეცნობა.

გააზიარე