ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

გამგეობისგან სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

13 April, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ტრადიციულად, სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. გამგეობისგან საჩუქრები, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს გადაეცათ. სასაჩუქრე კალათები საკვებ პროდუქტებს მოიცავს და ერთი პაკეტის ღირებულება, საშუალოდ 80 ლარს შეადგენს. სასაჩუქრე კალათებს ბენეფიციარებს, გამგებლის წარმომადგენლები დღეს და ხვალ გადასცემენ.

გააზიარე