ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

გამგეობის თანამშრომლებმა უანგარო დონორთა აქციაში მიიღეს მონაწილეო

8 ნოემბერი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქციაში ჩაერთვნენ.

აქცია ასოციაცია ,,ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრისა და ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ორგანიზებით იმართება.

აქციის მიზანი სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნაა. აქციის ფარგლებში შერჩეულ ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება გამოკვლევები: სისხლის ჯგუფის განსზაღვრა, რეზუმეს კუთვნილების განსაზღვრა, რეზუს ფენოტიპის განსაზღვრა, კელ ფაქტორის განსაზღვრა, ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა. ყველა დონორი უფასოდ და კონფიდენციალურად მიიღებს სისხლის ანალიზის პასუხებს.

აქციაში ყველა მონაწილეს შპს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ სახელით მადლობის სიგელები გადაეცა.

ღონისძიება თავისი არსით უანგარო ხასიათისაა. როგორც სისხლის დონაცია, ისე შემდეგ მისი საჭიროებისამებრ გამოყენება ხდება სრულიად უსასყიდლოდ.დონაციის შემდეგ, სხეული იწყებს გაღებული სისხლის მარაგის შევსებას, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გააზიარე