ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

გამგებელმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

10 April, 2017

"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017"-ის პირველი ეტაპი დასრულდა. ოლიმპიადაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლის 860-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეთა გუნდები სპორტის 7 სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ, სპორტის განყოფილების უფროსმა ფრიდონ თოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა დავით კვაშილავამ, სასკოლო ოლიმპიადის რაიონულ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრად დიპლომები, მედლები, თასები და ფორმები გადასცეს. დაჯილდოვდნენ რუხის, ურთას,რიყეს, დარჩელის N1 საჯარო სკოლის, გრიგოლიშის, ნარაზენისა და ცაიშის სკოლის მოსწავლეთა გუნდები. ლაშა გოგიამ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ,, გილოცავთ მიღწეულ გამარჯვებას და შემდეგ ტურებში წარმატებებს გისურვებთ. მიხარია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო სპორტულ შეჯიბრებებში. ყოველთვის გქონდეთ გამგეობის მხარდაჭერის იმედი“-აღნიშნა ლაშა გოგიამ. ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით იმართება.

გააზიარე