ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

,,ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის

28 April, 2020

 ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს პროექტის ,,ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულ პროექტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგების სერია ადგილობრივი მეწარმეებისთვის, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ტრენინგების ჩატარების ფორმატი შეიცვალა.

დღეს ტრენინგი, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD 2)” მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი შეუერთდნენ. როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ,,პროცესები ოდნავ შეაფერხა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ, მაგრამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება და პავილიონებიც დამზადდება. ვიმედოვნებ, რომ მალე ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას და ტურისტები მალე შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში სტუმრობას“.

ტრენინგების სერია მოიცავს შემდეგ თემატიკას: ბიზნესის ეფექტურობა და მარკეტინგი, ბრენდირება და ბრენდინგი და საკუთრების უფლება და პატენტი.

ტრეინინგებს, ტრენერი მაია ღუბელაძე ატარებს.

გააზიარე