ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ენერგოეფექტურობის დამკვიდრების უპირატესობები შეხვედრა მერიაში

15 May, 2019

 მერების შეთანხმების ქალაქებიდან საქართველოს მასშტაბით სულ 5 მუნიციპალიტეტი შეირჩა  და აქედან ერთერთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, ენერგოეფექტურობის ცენტრის-ექპერტს საქართველოსა და აზერბაიჯანში გიორგი აბულაშვილს, განახლებადი ენერგიების ინსტიტუტი, კატარჟინია მიხაილოვსკას, გრეგორი ვისნიევსკის,  პოლონეთის საელჩოს კონსული   პრემისლავ პიერსის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ტომას იამორზას  შეხვედა. 

შეხვედრაზე ენერგოეფექტურობის დამკვიდრების უპირატესობებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზუგდიდი არის ერთერთი ქალაქი, სადაც შეირჩევა კონკრეტული ადგილი და განხორციელდება ახალი პროექტი, კერძოდ, მოხდება განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების დანერგვა, რაც გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადასახადების შემცირებას.

მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, იგი აერთიანებს რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიების წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. 
შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2 ემისიები მინიმუმ 20 % -ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

პროექტი პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე