ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა

 დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა 

დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების, დევნილთა საყოფაცხოვრებო და კომუნალური პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები. გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა, კონკრეტულად: წარმოდგენილი პროექტის (წინადადების) მიხედვით - დევნილი  მოსახლეობის  იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის  დამუშავების, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში  კომუნალური  პრობლემის მოგვარების    დაფინანსება.

100 ლარიანი  ერთჯერადი ფულადი  დახმარება –  მძიმე საყოფაცხოვრებო  პირობებში  მყოფი  დევნილის  ოჯახისათვის.

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამედიცინო დოკუმენტი ფორმა N100, სოციალურად    დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, ცნობა შეზღუდული    შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, ცნობა ომის  მონაწილის   და სხვა)   
  • დევნილის მოწმობის ასლი
  • შესაბამისი  უწყებების ან ადმინისტრაციულ    ერთეულში  გამგებლის წარმომადგენლის წერილი
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი

200 ლარიანი  ერთჯერადი დახმარება – გარდაცვლილი დევნილის  დაკრძალვის ხარჯების დასაფინანსებლად. ​​​​​​​

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის  მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის გარდაცვლილთან დამოკიდებულების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • გარდაცვლილის  პირადობის  მოწმობის  და დევნილის მოწმობის ასლები
  • გარდაცვალების მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის  ნომერი
გააზიარე