ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ცაიშში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

10 ნოემბერი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ კურორტის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

რეაბილიტირდა 1900 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. დაიგო ბეტონის საფარი.

აღნიშნული გზა წლების მანძილზე ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება.

გზის რეაბილიტაციით სარგებელი მიიღო 400 ადამიანმა.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 202 230(ორას ორი ათას ორას ოცდაათი) ლარი შეადგინა.

გააზიარე