ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ბაზარში არსებულ მდგომარეობას მერი და რწმუნებულის მოადგილე გაეცნენ

24 April, 2020

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია გაეცნენ.

„დღეს ვიმყოფებოდით ზუგდიდის აგრარულ ბაზარში. დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესები. მოსახლეობის დისტანცირება არის დაცული, რომელსაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და მოხალისეები, პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ. პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად.

პარალელურად ხორციელდება ბაზრის დანარჩენი ტერიტორიის დასუფთავება და დემონტაჟი. ძალიან მალე მივიღებთ მოწესრიგებულ სივრცეებს.თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა , ფუნქციონირებას შეძლებენ “-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდი ბაზარმა ფუნქციონირება გუშინ განაახლა. ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

გააზიარე