ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატების დარიგება გძელდება

12 ოქტომბერი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პრეპარატებისა და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) მოსახლეობისთვის გადაცემა გრძელდება.

თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. მათ პრეპარატების გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, საინფორმაციო მასალებიც მიეწოდებათ.

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

გააზიარე