ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ახალგაზრდული ტრენინგ-კურსი „MULTIPLYING THE IMPACT THROUGH CROSS- SECTORAL COOPEPATION 2:0”

28 თებერვალი, 2019

მ/წლის 12-19 იანვარს ჩეხეთში (ქ.კარვინა) ჩატარდა ახალგაზრდული ტრენინგ-კურსი „MULTIPLYING THE IMPACT THROUGH CROSS- SECTORAL COOPEPATION 2:0” , რომლის მიზანი იყო განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ახალგაზრდული პოლიტიკის გაძიერების და განვითარების კუთხით. საინტერესო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთში კარვინას მუნიციპალიტეტში, პოლონეთში რუბნიკის მუნიციპალიტეტში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებში. პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ მხარდაჭერით. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუამ და ამავე სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ.

გააზიარე