ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

აფხ. ა/რ მთავრობა 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პროდუქტს ურიგებს

14 April, 2020

ფოტოალბომი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ 3000-მდე დევნილს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადაეცემა. დღეს სურსათი, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბენეფიციარებს დაურიგდათ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

პირველადი სასურსათო პროდუქტი სხვადასხვა დასახლებებში მყოფ დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ, რწმუნებულის მოადგილეებმა ნინო ვიბლიანმა, დავით ვერავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო პროდუქტის დარიგება მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.

აფხაზეთის მთავრობა, აქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

გააზიარე