ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ანაკლიაში ახალი სანაგვე ურნები განთავსდება

14 აგვისტო, 2019

ფოტოალბომი facebook  

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე 50 ერთეული, ქვის დეკორატიული ურნა განთავსდება.

სანაგვე ურნების შესაძენად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 16 000 ლარი გამოყო.

ანკლიასა და განმუხურში დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა იმყოფებოდა და ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ახალ სანაგვე ურნებს განათავსებენ.

გიგა ფარულავა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან ერთად, ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. ველოსიპედების ბილიკების რეაბილიტაციისთვის 410 143 ლარი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

გააზიარე