ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ანაკლია-განმუხურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

4 მარტი, 2019

ტენდერი გამოცხადდა:

ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე;

ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების მოწყობაზე;

ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლზე გასახდელების მოწყობის სამუშაოებზე;
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე დასარგავი სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეების შესყიდვაზე;

ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე;
განმუხურის ბულვარში არსებული ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე;

ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 394 519 ლარია.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 4 805 550 ლარი გამოეყო. გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი ანაკლიასა და განმუხურში სხვადსხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

გააზიარე