ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

25 თებერვალი, 2019

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზუგდიდში, ფრანგული პარკის ტერიტორიაზე, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

გააზიარე