ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

,,ადგილობრივი საბჭო"-ს რიგით მესამე შეხვედრა

14 ივნისი, 2018

ზუგდიდის იუსტიციის სახლში ,,ადგილობრივი საბჭო"-ს რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანაშაულის პრევენციას, მათ შორის ნაადრევ ქორწინებებს არასრულწლოვნებს შორის და პრობლემის მიმართ კანონმდებლობის დამოკიდებულებას

"ადგილობრივი საბჭოს" ფუნქციაა განიხილოს რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა, მიიღოს გადაწყვეტილებები რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შეიმუშაოს ინიციატივები, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დასახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმა.

"ადგილობრივი საბჭო" მიზნად ისახავს ასევე საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენების გააქტიურებას.

სამუშო შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, რაიონული პროკურატურის, ძალოვანი სტრუქტურების, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გენდერულ პრობლემებზე მომუშავე არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე