ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის განხილვა

3 April, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში საბანკო სექტორთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაა. გეგმის შემუშავება კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდება. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2018 წლის ივნისს შეუერთდა. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მოიცავს 6 ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). 

 ინიციატივის მიზანია, მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში საჯაროს სექტორთან ერთად, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები არიან. სამუშაო ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ხელმძღვანელობს. შეხვედრები სხვადასხვა სექტორთან გაგრძელდება.

გააზიარე