ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

6 დეკემბერი, 2018

 

დღეს, ზუგდიდის კულტურის სახლში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ასოციაცია „დეამ“, ორგანიზაცია Save the Children-თან თანამშრომლობით ღონისძიება გამართა.
წარმოდგენის მიზანია, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გენდერული ძალადობის საკითხის და ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისთვის. 
პერფორმანსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, ძალადობის გავლენა ბავშვებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.
წარმოდგენა იმართება პროექტის „გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებულ დევნილთა თემებში ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერებას ხარისხიანი მომსახურების გაწევის, ქცევითი ცვლილებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მეშვეობით.

გააზიარე