Hot line : (0 415) 25 05 07

შეზღუდული შესაძლებლობის და ონკოლოგიური დაავადებისმქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია

შეზღუდული შესაძლებლობის და ონკოლოგიური დაავადებისმქონე  პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია 

 

  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სმენა და მხედველობადაქვეითებულიპირებისთვის ერთჯერადი ფულადიდახმარება  100 (ასი) ლარის ოდენობით, მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეების, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის კურსს და საჭიროებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან,  ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

შშმ, სმენა და მხედველობადაქვეითებულთა დახმარებისმისაღებად ენეფიციარმა  (ან მეურვემ)   მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს:  

  • განცხადება;     
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მძიმე დაავადების მქონე ბავშვის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  (ფორმა IV100/ა);
  • ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
  • მეურვის არსებობის შემთხვევაში მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

  • ონკოლოგიური დაავადების  მქონე  მოქალაქეებმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 

  • განცხადება;                                                              
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ( ფორმა IV-100/ა);
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
  1.  შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციარისა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის შინმოვლის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვისსაჭიროების მქონე ხანდაზმული, მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე.

დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); (მითითებით, რომავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);
  • ამონაწერი სოციალურადდაუცველიოჯახების მონაცემთა ერთიანიბაზიდან  (სარეიტინგო ქულით65 001ზე დაბალი);
  • მომვლელის პირადობის მოწმობის ასლი;
  • მომვლელის ან ავადმყოფის  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

  • განსაკუთრებულ  შემთხვევებში, თუ  ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი  დოკუმანტაცია  არ აკმაყოფილებს  მე-6 მუხლის  მე-2  პუნქტის  ,,გ’’ ქვეპუნქტის  მოთხოვნებს  ფაქტის  ადგილზე  შესწავლის  საფუძველზე  გადაწყვეტილებას  განცხადების  დაკმაყოფილების  შესახებ  მიიღებს  სოციალური მდგომარეობისა და  პირობების  შემსწავლელი კომისია. 

 

 

Share page