Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერის 67 სტიპენდიანტი ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებს

29 September, 2021
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ მხარის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად 2021-2022 წლის მერის სტიპენდიანტებს სერთიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიას 2021-2022 წელს 67 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

 ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერობის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა, მათ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა.

სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნის გადაწყვეტილება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე მიიღეს.

წარჩინებული სტუდენტები ყოველთვიურად მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ. პროგრამას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს.

 

Share page