Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ზუგდიდში შპს "კოლხეთი ცემენტის" ცემენტის წარმოების პროექტი

25 August, 2021
ფოტო: 

ქ. ზუგდიდში შპს ,,კოლხეთი ცემენტის" ცემენტის წარმოების პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩანიშნულ იქნა 2021 წლის 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. N 14). აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/3305.

 

2021 წლის 25 აგვისტოს შპს ,,კოლხეთი ცემენტის” მიერ სამინისტროში წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომლის მიხედვით - პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის წარმომადგენლების დასწრება საჯარო განხილვაზე ვერ განხორციელდება. შესაბამისად კომპანიამ ითხოვა ჩანიშნული საჯარო განხილვის  ერთი კვირით გადადება.

 

შპს ,,კოლხეთის ცემენტის” მომართვისა და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” საფუძველზე, ვინაიდან საქმიანობის განმახორციელებელი/განმცხადებელი ითხოვდა მის მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე საჯარო განხილვის გადადება და ვერ დაესწრებოდა განხილვის პროცესს, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება განხილვის გადადების შესახებ.

 

 

ქ. ზუგდიდში შპს ,,კოლხეთი ცემენტის" ცემენტის წარმოების პროექტის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 31 აგვისტოს, 17:00 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

 

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33052).

Share page