Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

17 August, 2021
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს კახათის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში, ამცრელმა ჯგუფმა იმუნიზაციის პროცესი დილიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მოქალაქეებს, რომლებსაც „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურთ ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე შეუძლიათ მათთვის რჩეული ვაქცინით იმუნიზაცია.

ამბულატორია აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო მოთხოვნით. სოფლებში ადგილზე ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.

ამასთანავე იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.

Share page