Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ახალგაზრდების ინიციატივით წარმოდგენილი პროექტების - დაფინანსება/თანადაფინასება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების  ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამა

მერის ახალგაზრდული პროექტების ფინანსური ხელშეწყობის მოსაპოვებლად კომისიაზე განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • პირადობის ან/და დაბადების მოწმობის  ასლი;
  • საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან;
  • პროექტი, რომელიც  უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:
  • თავფურცელი;
  • ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ;
  • პროექტის აღწერა;
  • პროექტის შესრულების განრიგი;
  • ბიუჯეტი/რესურსები;
  • მოსალოდნელი შედეგები;
  • სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი)
  • სხვა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს პროექტის დაფინანსების საჭიროებებს
  • დაფინანსების შემთხვევაში -  (ორგანიზაციის/განმცხადებელის ანგარიშის ნომერი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის/მეურვის ანგარიშის ნომერი პირადობის ასლთან ერთად)

მერიის   დაფინანსება/თანადაფინანსება   არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.

  •  2000 (ორი ათასი) ლარზე მეტით ღირებული პროექტების შემთხვევაში მერია  განახორციელებს თანადაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტის სრული ღირებულების 90 პროცენტს.
  • თანხის ჩარიცხვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  • უცხოენოვანი დოკუმენტაცია უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული.
Share page