Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 30 დეკემბერი 12:00 საათი; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

30 December, 2020
ფოტო: 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფელში შპს "მშენებელი 2020"-ის სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (სამსხვრევდამხარისხებელი საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია) პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს "მშენებელი 2020"; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალსოფელი.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 30 დეკემბერი 12:00 საათი; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული: https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m9be8f5c48c9fe14f9a84fc3e4f9f6dc7 Meeting password -18939 Meeting number: 175 048 1277 ვინაიდან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტაციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით. (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება). დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.g

Share page