Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

გიორგი შენგელია მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო

10 February, 2020
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს კონსულტაციები ჭითაწყარის, ცაიშის, ცაცხვისა და ურთას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, საერთო კრება კი ცაიშის ერთ-ერთ უბანში, ჩხოუშში ჩატარდა.

ჩხოუშის უბანში გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია, მერის მოადგილეები და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ, მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

ჩხოუშის უბანში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: გარე განათების მოწყობა ცაიშ-ოქტომბერის დამაკავშირებელ გაზაზე, მოსაცდელის მოწყობა ოქტომბერის გზაზე სორდიას ქუჩაზე, სორდიას ქუჩაზე რკინიგზაზე გადასასვლელის მოწყობა, ბეტონის საფეხურები და ასევე გასასვლელის შემოღობვა. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერი ურთაში გამართულ კონსულტაციასაც დაესწრო.

ურთაში წამოყენებული საპროექტი წინადადებები: რეაბილიტირებული სამანქანო გზის 4კმ-იანი მონაკვეთზე საგზაო ნიშნებისა და ღერძულა ხაზის გაკეთება და ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია საარქანიოს უბანში.

მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.

Share page