Hot line : (0 415) 25 05 07

საჯარო კონსულტაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის შესახებ

2 May, 2019

2019 წლის 3 მაისს (პარასკევი) 10:00 სთ-ზე, ქალაქ ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება საჯარო კონსულტაცია  განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის შესახებ.

მისამართი:  ზვიად გამსახურდიას გამზირი N45, ზუგდიდი 2100, საქართველო ( მე-4 სართულის დარბაზი).

საჯარო კონსულტაცია ჩატარდება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა,  საქართველოს ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერების გზით ინფრასტრუქტურისა და სივრცითი დაგეგმვის კუთხით. ამ მიზნით, პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება განაშენიანების რეგულირების საპილოტე გეგმების მომზადება ორი შერჩეული მუნიციპალიტეტისთვის, რათა შეფასდეს დაგეგმვის არსებული სისტემის ფუნქციონირება ადგილობრივ დონეზე.

2018 წლის 1 ივლისს, დაძმობილების პროექტის ფარგლებში და პოლონელი ექსპერტების დახმარებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მიეცა შესაძლებლობა შეემუშავებინა და მიეღო განაშენიანების რეგულირების გეგმა კონკრეტული ტერიტორიისთვის  (დაახლოებით  97 ჰექტარი), რომელიც მდებარეობს ქალაქ ზუგდიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

პროექტის კომპონენტი მუშაობის მეორე ეტაპზეა, რაც მიზნად ისახავს განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის მომზადებას შერჩეული ტერიტორიისთვის. შესაბამისად, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონცეპტუალური გადაწყვეტილებები  განხილულ იქნეს და შეთანხმდეს დაინტერესებულ მხარეებთან - საჯარო, ბიზნესის და მთავრობის სექტორის წარმომადგენლებთან. კონსულტაციის მთავარი მიზანია დაინტერესებულ პირთაგან მოსაზრებების მიღება და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა.

შეხვედრა  გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  წარმომადგენლებისა და პროექტის პოლონელი პარტნიორების მხარდაჭერით.

კონსულტაციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

Share page