Hot line : (0 415) 25 05 07

სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონალური თამაშები დაიწყო

11 March, 2019

ფოტოალბომი facebook

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონალური თამაშები დაიწყო.

რეგიონალური თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება.

დღეს, რეგიონალური თამაშები ბადმინტონის სახეობაში გაიმართა.


ვაჟებში პირველი ადგილი მარტვილის გუნდმა, მეორე ზუგდიდის, ხოლო მესამე ადგილი ჩხოროწყუს გუნდმა დაიკავა.

გოგონებში პირველი ადგილი ჩხოროწყუს გუნდმა, მეორე სენაკის, ხოლო მესამე ადგილი ზუგდიდის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.

რეგიონალური თამაშები 15 აპრილამდე გაგრძელდება.

რეგიონალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები ზონალურში მიიღებენ მონაწილეობას.

Share page